Skip to main content
Back to jobs

კონცეპტ გაყიდვების მენეჯერი

External
Tbcbank logoTbcbank · Თბილისი, Switzerland
Full-timeOn-siteToday
Cover LetterConnect

Prepare for this interview

Elite

AI-generated questions, company research, and talking points tailored to this role


About the role

თიბისის, მაღალ შემოსავლიანი სეგმენტის მომსახურების ლიგაში, ციფრული პერსონალური საბანკო მომსახურების გუნდში, ვეძებთ - კონცეპტ გაყიდვების მენეჯერს. შენ იქნები გუნდის ნაწილი, სადაც თავს იყრის მნიშნელოვანი ცოდნა თიბისის თითქმის ყველა პროდუქტისა თუ სერვისის შესახებ. რას გააკეთებ: კონცეპტ ციფრული (დიჯითალ) პაკეტის კლიენტების სეგმენტზე მოახდენ სატელეფონო შეთავაზებას მათზე მორგებულ პროდუქტებთან დაკავშირებით (კერძოდ დეპოზიტები, ბარათები, დიჯითალ ნაკრები, დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხი / ან საკრედიტო მიმართულებით / სესხები/ ბარათები/ ოვერდტრაფტი და ა.შ); უზრუნველყოფ დიჯითალ კონცეპტ პაკეტის კლიენტების საოპერაციო ან საკრედიტო მიმართულებით მომსახურებას შეასრულებ ყოველთვიურ გეგმებს ნებისმიერი ოპერაციის შესრულებისას, დაიცავ ბანკის პროცედურებს და რეგულაციებს დაიცავ მოქმედ საკანონმდებლო და ნორმატიულ აქტებს, შიდა და გარე ინსრტუქციებს, კომპანიის წესდებასა და შინაგანაწესს დაიცავ კლიენტის კონფიდენციალურობას ველოდებით გამოხმაურებას, თუ: ფიქრობ, რომ გაქვს გაყიდვების უნარი და სხარტი აზროვნება შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა გაქვს განვითარების მოტივაცია და ხარ შედეგებზე ორიენტირებულ გაქვს ლოგიკური აზროვნება დამარწმუნებელი კომუნიკაცია გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება (სასურველია) დამაჯერებელი მეტყველება და კომუნიკაციის კარგი უნარები საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად) ინგლისური ენის ცოდნა (დამატებით რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად) AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო: ანონიმური ვებ-ფორმა #1 - https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline ანონიმური ვებ-ფორმა #2 - https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report ანონიმური ცხელი ხაზი - 0800 100 268 ელფოსტა - Incident_Compliance@tbcbank.com.ge ანონიმური წერილი. დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.


Your Match

How well this role fits your profile.

Company Intel

What employees say

Worked at Tbcbank? Share your experience

Interested in this role?

Apply on the company's website.

Cover LetterConnect